შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო

ორგანიზაციის ლოგო
ზოგადი ცნობები
დაფუძნდა 2011 წელს
აღმსარებლობა ეზიდიზმი
გავრცელება
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონები პოსტსაბჭოთა სივრცე
მმართველობა
ხელმძღვანელი დიმიტრი ფირბარი (ფირ დიმა)
რეზიდენცია თბილისი
მთავარი ტაძარი თბილისის სულთან ეზიდის ტაძარი
საკონტაქტო ინფორმაცია
ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.yezidi.ge/

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო (კურმ. Civata Ruhaniya Êzdiyan ya Gurcistanê) — საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დაფუძნებული 2011 წელს[1] და წარმოადგენს რეგიონული მასშტაბის ეზიდთა რელიგიურ ცენტრს, რომელიც აღიარებულია ლალიშის სასულიერო ცენტრის მიერ. საბჭო ახორციელებს რელიგიურ, სასულიერო-საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობას. რეზიდენცია — თბილისის სულთან ეზიდის ტაძარი.

აღნშნული ტიპის ორგანიზაცია პირველია მსოფლიოში არსებულ ეზიდთა თემებს შორის. საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს რელიგიურ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა მოიცავს პოსტსაბჭოთა სივრცესაც.

ორგანიზაციამ არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენიმეჯერ შეიცვალა. 2011-2014 წლებში იწოდებოდა „ეზიდთა სასულიერო კრება საქართველოში“, 2014-2020 წლებში — „ეზიდთა სასულიერო საბჭო საქართველოში“, ხოლო 2020 წლიდან — „საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო“ (საქართველოს საახტიარო).

ორაგანიზაციული სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეზიდთა ტაძარი და კულტურული ცენტრი თბილისში

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს ორგანიზაციული სტრუქტურა ორი რგოლისგან შედგება.

ორგანიზაციას სათავეში უდგას სულიერი წინამძღოლი ახტიარი, რომელიც ამავე დროს არის სასულიერო პირთა საბჭოს თავმჯდომარე. სამეურნეო და საზოგადოებრივ საქმიანობას მართავს გამგეობა, რომელსაც მართავს გამგეობის თავმჯდომარე.

პირველი რგოლი
  • საბჭოს წევრები
  • სასულიერო პირთა საბჭო
  • შვიდკაციანი მმართველური ორგანო, გამგეობა (დივანი)
  • ორგანიზაციის და სასულიერო პირთა საბჭოს ხელმძღვანელი (ახტიარი)
  • გამგეობის თავმჯდომარე
  • ტაძრის მსახური (მჯევრი)
მეორე რგოლი
  • ეზიდური კულტურის ცენტრი
  • ეზიდური კვლევის ცენტრი
  • უხუცესთა საბჭო

ორაგნიზაციას ხელმძრვანელობდნენ:

  • 2011-2014 წლებში — შეიხი ნადრ ალოიანი;
  • 2014 წლიდან დღემდე — ფირ დიმა (დიმიტრი ფირბარი).
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან სტუმრად

ორგანიზაცია 2011 წლიდან მისდევს სასულიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას, ორგანიზებას უწევს ენის, რელიგიის ისტორიის სასწავლო კურსებს, ასევე ლალიშში მომლოცველთა გაგზავნას. გამოსცემს წიგნებს, ბროშურებს და კალენდრებს, ახორციელებს რელიგიურ, კულტურულსა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მათ შორის ტაძარში ყოველდღიურ მსახურებას და ყოველკვირეულ ქადაგებებს. 2014 წლიდან ორგანიზაციის წევრები საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ყოველწლიურად, ეზიდთა დღესასწაულების დროს ციხეებში ნახულობენ ეზიდ მსჯავრდებულებს[2].

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს ხელმაღვანელი დიმიტრი ფირბარი და რომის პაპი ფრანცისკე

ორგანიზაცია შედის ტოლერანტობის ცენტრის რელიგიურ საბჭოში, რომელსაც კურირებს საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე თანამშრომლობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან[3].

ერაყში ეზიდთა 2014 ლის გენოციდის შემდეგ, ორგანიზაცია აქტიურად აწვდის მსოფლიოს საზოგადოებას ინფორმაციას, ერაყში ეზიდთა საგანგაშო მდგომარეობის შესახებ.

საბჭომ დაამყარა მეგობრული ურთიერთობა სხვადასხვა რელიგიის სულიერ ლიდერებთან, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთაც. საბჭოს ორგანიზებით შედგა ეზიდთა უმაღლესი იერარქების შეხვედრა რომის პაპ ფრანცისკესთან [4], ხოლო 2011 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-თან[5]. 2015 წელს უშუალოდ დიმიტრი ფირბარის ხელმძღვანელობით შედგა შეხვედრა ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ II-თან[6], 2016 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-თან[7], 2016 წელს მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან[8], 2016 წელს ვოლოკამსკის მიტროპოლიტ ილარიონთან[9], ხოლო 2016 წელს ეზიდური ტაძრის სტუმრობისას შედგა ისტორიული შეხვედრა საბჭოს წევრებისა სისტანის წარმომადგენელთან შახრესტანის აიათოლასთან[10].

რუსეთის პატრიარქი კირილე, ეზიდთა სასულიერო ლიდერი ბავე შეიხი და საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს ხელმძღვანელი დიმიტრი ფირბარი

2018 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭომ ორგანიზება გაუწია მოსკოვში საქართველოს ეზიდთა უმაღლესი სასულიერო პირთა სტუმრობას, სადაც ისინი შეხვდნენ რუსეთის პატრიარქ კირილეს[11]. ეს იყო ისტორიული შეხვედრა, რადგანაც უკანასკნელი 200 წლის მანძილზე პირველად ხვდებოდა რუსეთის მარათლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს სასულიერო წარმომადგენელთან მსგავსი შეხვედრა[12].

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს მოღვაწეობის შედეგად საქართველოში ანგარიში ეწევა ეზიდთა დღესასწაულებს, რომლებიც აღნიშნულია კლაენდრებში, ხოლო თბილისში დაიდგა მემორიალური დაფები, რომლებიც მიეძღვნა ცნობილ ეზიდებს“[13]. აღსანიშნავია, რომ საბჭოს საქმიანობა ხელს უწყობს საქართველოში ეზიდიზმის აღორძინებას[13]. ბამბერგის უნივერსიტეტის მეცნიერ-აღმოსავლეთმცოდნე მაჯიდ ხასანმა ჩაატარა საქართველოს ეზიდების კვლევა და საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო დაასახელა, როგორც რევოლუციური პროექტი ეზიდიზმის აღორძინების საქმეში[14].

2017 წელს საბჭომ დააწესა ჯილდო „ამაკდარი“, რომელიც გადაეცემა პირებს, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეზიდიზმის პოპულარიზაციასა და განვითარებაში[15].

საბჭოს შექმნით საფუძველი დაედო საქართველოში ეზიდური რელიგიის ინსტიტუციონალიზაციას, რაც ზოგიერთი შთამომავლობით შეიხებისა და ფირების მხრიდან დადებითად არ შეფასებულა. ადრე მათ შეეძლოთ ეზიდიზმის სხვადასხვა პოსტულატის ინტერპრეტაცია ეწარმოებინათ თავიანთი შეხედულებისამებრ და არ იყვნენ შეზღუდულები რაიმე ფორმით. არცერთ მათგანს რელიგიური და საერო განათლება არ გააჩნიათ და წინააღმდეგობას უწევდნენ ინსტიტუციონალიზაციის პროცესს. ისინი ყოველგვარი ორგანიზაციურობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რათა დაებრუნებინათ საქართველოს ეზიდური თემი სივრცეში სადაც არ არსებს წესრიგი[14]. საბჭოს ინსტიტუციონალისტური ფორმირება ასევე არ მოეწონათ პროქურთული ეზიდებისა და ქურთულ პარტიათა ეზიდ წევრებს, რადგან საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო გაემიჯნა ქურთული პარტიების ყოველგვარ მოღვაწეობას და არ დაუშვა მათი ჩარევა ორგანიზაციის საქმიანობაში[14].

  1. „Видео: Празднование Тавафа Эзид в Грузии - ÊzîdîPress - Russian“. ÊzîdîPress - Russian (რუსული). 2017-06-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-25. ციტირების თარიღი: 2018-11-25.
  2. „Представители ДСЕГ и Дома езидов Грузии посетили заключенных езидов - ÊzîdîPress - Russian“. ÊzîdîPress - Russian (რუსული). 2014-12-20. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-05. ციტირების თარიღი: 2018-12-04.
  3. Избрано новое правление Духовного Совета езидов в Грузии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-01. ციტირების თარიღი: 2021-04-04.
  4. „Pope meets Yazidi leaders facing Islamic State persecution | Catholic Herald“. Catholic Herald (ინგლისური). 2015-01-09. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-25. ციტირების თარიღი: 2018-11-25.
  5. Высшие духовные иерархи езидов в Тбилиси.
  6. Католикос всех армян Гарегин II принял делегацию ДСЕГ во главе с Пир Димой. Baznica.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-25. ციტირების თარიღი: 2018-11-25.
  7. „Представители ДСЕГ встретились с Патриархом Илией II - ÊzîdîPress - Russian“. ÊzîdîPress - Russian (რუსული). 2016-06-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-25. ციტირების თარიღი: 2018-11-25.
  8. Статьи. eziin.org. ციტირების თარიღი: 2018-11-25.
  9. Митрополит Волоколамский Иларион принял делегацию Духовного совета езидов Грузии | Русская Православная Церковь. mospat.ru. ციტირების თარიღი: 2018-11-25.
  10. „Представитель аятоллы Али аль-Систани посетил езидский храм в Грузии - ÊzîdîPress - Russian“. ÊzîdîPress - Russian (რუსული). 2016-05-14. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-25. ციტირების თარიღი: 2018-11-25.
  11. Святейший Патриарх Кирилл принял делегацию лидеров езидского народа | Русская Православная Церковь. mospat.ru. ციტირების თარიღი: 2018-11-25.
  12. „Патриарх Московский и всея Руси принял езидскую делегацию - ÊzîdîPress - Russian“. ÊzîdîPress - Russian (რუსული). 2018-10-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-25. ციტირების თარიღი: 2018-11-25.
  13. თარგი:Статья
  14. 14.0 14.1 14.2 „الشعب الايزيدي في جورجيا: إعادة احياء الهوية الدينية وخيارات البقاء او الانصهار“. ÊzîdîPress - Arabic (არაბული). 2018-12-03. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-06. ციტირების თარიღი: 2018-12-04.
  15. Официальный сайт Духовного совета езидов в Грузии. www.sarhad.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-25. ციტირების თარიღი: 2018-11-25.